aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ამ ნაყარ- ნუყარის დაცვას, რადას წინ, აღარ ვაპირებთ”: ავაკოვის ამ კომენტარს სააკაშვილმა უპასუხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგებზე კომენტარი გააკეთა. მან ბრძანება გასცა და შენობის წინ დაცვის მოხსნის შესახებ. ავაკოვი ამ ინფორმაციას „ტვიტერზე“ წერს.
“რადასთან შეკრებილი ამ ნაყარ- ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მე გავეცი ბრძანება პერიმეტრის დაცვის მოხსნის შესახებ“, – დაწერა ავაკოვმა.
სააკაშვილის პასუხმაც არ დააყოვნა. მან უკრაინის შს მინისტრს უპასუხა:
“იმედი მაქვს, სიტყვა ნაყარ-ნუყარში ავაკოვმა იგულისხმა როზენბლატი, ბერეზნენკო, ლიაშკო და ბარიგების სხვა წარმომადგენლები, ვინაიდან ეროვნული გვარდია არა აქციის მონაწილეებს, არამედ დეპუტატებს იცავდა ხალხისგან, რომლებიც მათთან დასალაპარაკებლად მოვიდნენ“, – დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე, როდესაც დეპუტატები პარლამენტში მივლენ, ეროვნული გვარდიის ზურგს უკან არ აღმოჩნდებიან.
შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობამ პარლამენტის შენობის დაცვა 17 ოქტომბრის ღამეს, მიტინგის დაწყებამდე გადაწყვიტა. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის რადასთან აქციებს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მართავდნენ.

იტვირთბა....