aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს: მთავრობის ახალი ინიციატივა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს. ასეთ ცვლილებას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.

გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს, რომ დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვროს. „კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები“, – წერია პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში.

იტვირთბა....