aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

EMC-ის მონაცემებით ბოლო 10 თვეში სამუშაო ადგილზე 30 ადამიანი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით 2017 წლის 10 თვეში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია.

“ზუსტად იმ შახტაზე, სადაც გუშინ დაიღუპა ადამიანი, რამდენიმე თვის წინ ასევე მოხდა შემთხვევა, როდესაც 4 ადამიანი დაიღუპა. არამარტო ტყიბულის შახტებში, სხვა ადგილებშიც ბევრი ფაქტია ცნობილი და თითქმის ყოველ კვირაში იღუპებიან ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის გულგრილი, სრულიად უპასუხისმგებლო იმ საკითხების მიმართ, რომლებიც აწუხებთ დასაქმებულ ადამიანებს. არცერთ შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მასშტაბი, სტატისტიკა, რაოდენობა და ამ შემთხვევების მიზეზი მეტყველებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს პილიტიკა და მექანიზმი უსაფრთხოება გააკონტროლოს. ეს ადამიანები შემთხვევით არ იღუპებიან, ეს ადამიანები იღუპებიან იმიტომ, რომ სახელმწიფო არის გულგრილი”,- განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სწორი შემუშავებით.

“უნდა დადგინდეს უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული სამუშაო ადგილებისთვის. სახელმწიფომ ასევე უნდა შექმნას კონტროლის იმდენად ეფექტიანი მექანიზმები, რომ საწარმოებს აიძულებს გადახედონ უსაფრთხოების პოლიტიკა. მათ შორის შემოწმდეს ტექნიკა დანადგარები, სივრცე, რომელშიც ადამიანები მუშაობენ და ასე შემდეგ”,- აღნიშნა ღვინიანიძემ.

EMC-ის მონაცემებით შარშან, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაიცვალა 57 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტყიბულის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....