aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, ვაშაძესთან”: კალაძე კონკურენტებთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახლახანს არჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ კონკურენტებთან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის მზადაა ყველასთან სათანამშრომლოდ ვისაც ღირებული ხედვა აქვს.

“ნუ გამოვყოფთ ასე კანდიდატებს. ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან – ყველასთან, ვისაც აქვს ღირებული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან “ქართული ოცნების”, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის და შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით. თუ არიან კიდევ ადამიანები და მათ აქვთ კონკრეტული ხედვები, მზად ვართ განვიხილოთ და შემდეგ მოხდეს მათი განხორციელება”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....