aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

უფასო მედიკამენტების პროგრამას შესაძლოა ახალი წამლები დაემატოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უფასო მედიკამენტების პროგრამას, შესაძლოა, ახალი წამლები დაემატოს. მისი თქმით,  სახელმწიფო პროგრამა უფასო მედიკამენტებით სარგებლობის თაობაზე ანალიზდება და პროგრამაში კორექტივები შევა.

“ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და საერთოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კარგი ანალიზი სჭირდება, თუ რა ხდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც დაიწყო ეს ახალი პროგრამა. სწორედ ამ სტადიაში ვართ, ანალიზდება ახლა მიღებული შედეგები და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამაში რაღაც კორექტივები შევიდეს”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

შეგახსენებთ, უფასო წამლების პროგრამა სოციალურად დაუცველთათვის ძალაში 1 ივლისიდან შევიდა.

იტვირთბა....