aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილმა საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაციის გამო, უკრაინის პროკურატურას მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, მასსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის კონტაქტი არ შემდგარა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურატურის შენობასთან განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა და დეპუტატმა იური დერევიანენკომ უკრაინის პროკურატურაში განცხადება საქართველოს სამი მოქალაქის არაკანონიერ დაკავებასა და მათ შემდგომ დეპორტაციასთან დაკავშირებით შეიტანეს.

საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი სააკაშვილის მძღოლი მიხეილ აბზიანიძეა, ასევე უკრაინის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი დავით მაყიშვილი და სააკაშვილის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი რუბაშვილი.

„ისინი ქუჩაში დაიჭირეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და თვითმფრინაში ჩასვეს. ისინი კავშირზე გამოვიდნენ და ახლა თბილისში იმყოფებიან ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. დეპორტაცია სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....