aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გეგმავენ, კალაძეს 54-58% პირველივე ტურში დაუწერონ”: ელისაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩემს შტაბს აქვს ინფორმაცია, რომ გეგმავენ ჩემს კონკურენტს, კალაძეს დაუწერონ 54-58 პროცენტი პირველივე ტურში. ზუსტად ასეთი რიცხვები მომივიდა. ეს რიცხვები კალაძის შტაბიდან დირექტიული წესით გადაიგზავნება ცესკოში და ცესკო ძალიან ურცხვად მოაწერს ამას ხელს” – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი ლისაშვილის თქმით, ეს ყოვლად დაუშვებელია, მან მოუწოდა ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ ხმა არ მიუცია, არ დაიზაროს და დარჩენილი დრო გამოიყენოს:

“თბილისის მოსახლეობას ჯერ დაგვრჩა დრო, რომ ვინც არ მისულა არჩევნებზე, მივიდეს, ერთადერთი წამალი ამ გაყალბებისა და ყურით მოთრეული პროცენტებისა, არის ამომრჩეველთა აქტივობა” – აღნიშნა ელისაშვილმა.

საქართველოში ახლა თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 8 საათზე დასრულდება.

იტვირთბა....