aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: “ახლა ძალიან კარგი სეზონია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ახლა არის ძალიან კარგი სეზონი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ეს პერიოდი არის რეკომენდებული, რომ თავი დავიცვათ რესპირაციული ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი წარმომადგენლისგან – გრიპის ვირუსისგან. ზოგადად რესპირაციულ დაავადებებსა და ინფექციებს იწვევს დაახლოებით 200 სხვადასხვა სახეობის ვირუსი და მათ შორის ყველაზე ცუდი და მძიმე შედეგებით გრიპის ვირუსი გამოირჩევა. გრიპის ვირუსისთვის არსებობს ვაქცინა, სხვა ვირუსებისგან თავდაცვის ასეთი უნიკალური საშუალება არც არსებობს. შესაბამისად, ახლა არის ძალიან კარგი სეზონი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად. გრიპის ვირუსის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება არის ვაქცინაცია. სხვა პირდაპირი პროფილაქტიკა არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი არის არაპირდაპირი პროფილაქტიკა, რისი შესრულებაც რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ვირუსი იწყებს ცირკულაციას გარემოში. გრიპის ვირუსი საქართველოში ჯერჯერობოთ არ ცირკულირებს”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის დაიწყებს ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებას, თუმცა, როგორც აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დეკემბრის ბოლოს ჩნდება ვირუსები და იანვრის პირველ ნახევარში ან იანვრის ბოლომდე პიკს აღწევს.
ზახაშვილის განმარტებით, აცრები რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით გართულების მაღალი რისკის ქვეშ მყოფებისთვის.
”ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი რისკის კატეგორიად გამოყოფს ბავშვებს, ხანდაზმულ პირებს, სამედიცინო დარგის მუშაკებს, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს და ორსულებს. საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ მიწოდება დაიწყო 2013-14 წლების სეზონიდან და მას მერე სახელმწიფო სულ ზრდის ვაქცინის რაოდენობას, რომელსაც შეიძენს. ასევე, აფართოებს ამ ადამიანთა წრეს, რომელსაც მიეწოდება ვაქცინა უფასოდ. ესენი არიან 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულები, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ტიპის დიალეზზე და მათი მომვლელი პერსონალი, სამედიცინო დარგის ნებისმიერი მუშაკი, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბინადრები, C ჰეპატიტით დაავადებულები, რომლებიც გადიან მკურნალობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, აივ ინფიცირებულები და ორსულები ”, – განაცხადა ზახაშვილმა.

იტვირთბა....