aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვიღაცაში ხომ არ გეშლებით, ბიჭებო”: სააკაშვილი პოროშენკოს აფრთხილებს და დღევანდელი მიტინგისთვის ემზადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აფრთხილებს, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან. სოციალურ ქსელში ის ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ზორიან შკირიაკის განცხადებას პასუხობს. მრჩევლის განცხადების მიხედვით, სააკაშვილის თანაგუნდელის დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს, რაც დაკავშირებულია დღევანდელ აქციასთან. სააკაშვილის თქმით, ეს განცხადება სიცრუეა.

„ვიღაცაში ხომ არ გეშლებით, ბიჭებო. მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ, ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პუტჩს ამზადებს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

“ნუთუ მართლა ხალხს ხროვად თვლით და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისულელეს მიჰყიდით? მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პირადად პოროშენკოს ვაკისრებ და ასევე ავაკოვს“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს, კიევში, სააკაშვილი და მისი გუნდი პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

იტვირთბა....