aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში 120-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გასული 24 საათის მანძილზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში ტაჯიკელი, ერაყელი, ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი და 60 დაქირავებული მებრძოლი გაანადგურეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დარტყმების შედეგად აბუ-ქემალის რაიონში განადგურებულია საყრდენი პუნქტი და 40-მდე ტაჯიკი და ერაყელი ტერორისტი. დასახლებული პუნქტის მეიადინის რაიონში განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი და 80-მდე ტერორისტი, მათ შორის 9 ჩრდილოკავკასიელი“.

„დეირ-ეზ-ზორის სამხრეთით, მდინარე ევფრატთან საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 60 უცხოელი დაქირავებული „ბოევიკებისგან“ შემდგარი რაზმი, რომელშიც დსთ-ს ქვეყნების, ტუნისის და ეგვიპტეს მოქალაქეები შედიოდნენ“, – აცხადებს კონაშენკოვი.

იტვირთბა....