aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს  პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს  პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ.  ადვოკატები იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროებას უკრძალავს და ამბობენ, რომ დაუშვებელია, როდესაც მათ საქმის მასალების გასაჯაროება არ შეუძლიათ,  ამ დროს კი პროკურატურა კონტექსტიდან ამოღებული ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს.

”პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ამ 374-ე მუხლის ნორმა შეჩერდეს, სანამ სასამართლო განხილვას დაიწყებს და დაამთავრებს ამ საკითხზე, ვინაიდან, არსებობს ალბათობა, რომ როგორც აქამდე იზღუდებოდა ამ უკანონო ნორმით ჩვენი უფლებები, ახლა უკვე ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობა დადგეს ამ უკანონობით.

ამავდროულად უმთავრესია, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობა დადგეს დღის წესრიგში და უამრავი სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რის გამოც ეს ნორმა უნდა გაუქმდეს,“- განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს, პროკურატურამ ხელი მოაწერებინა დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც მათ საქმის მასალების გასაჯაროების უფლება არა აქვთ. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს, რომლსაც ბრალად საწამლავი ციანიდით დანაშაულის მომზადება ედება. ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

იტვირთბა....