aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი წვიმის შემდეგ სტიქიას ჩოხატაურშიც ებრძვიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოხატაურში ორდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად სტიქიას ებრძვიან, – დაიტბორა საყანე ფართობები და დაზიანდა გზები. ამის შესახებ gurianews-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოფელ ვანში, შუა ამაღლებაში და სამებაში წვიმამ გზები დააზიანა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, დღის ბოლოს კი მონაკვეთი სრულად იქნება გაწმენდილი. მათი ინფორმაციით,სტიქიისგან მიყენებული ზარალის შემდეგ შექმილია საგანგებო შტაბი.

იტვირთბა....