aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილის შესახებ აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია უნდა იყოს განხილული სამართლებრივ სივრცეში და არა უკრაინის პოლიტიკური ელიტის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე”. – ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა, რომელსაც სააკაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წარსდგეს სასამართლოს წინაშე ყველანაირი სამართლებრივი და საჯარო ფორმების გათვალისწინებით. მან იმედი გამოთქვა, რომ “უკრაინის ხელისუფლების მიერ წამოწყებული პოლიტიკური დრამის ესკალაცია” დასრულდება.

კითხვაზე, ურჩევდა თუ არა ის პოროშენკოს დააკავოს, ან არ დააკავოს სააკაშვილი, სპეცწარმომადგენელმა უპასუხა:

“ფოკუსირება უნდა ხდებოდეს უზენაეს უფლებებზე და არა პოლიტკურ ამბიციებზე, ფოკუსირება უნდა ხდებოდეს ინსტიტუციებზე და სახელმწიფოს მართვაზე და არა ბიზნესზე, იმიტომ რომ უკრაინა უნდა იყოს წარმატებული ქვეყანა, თუკი მას კიდევ აქვს სურვილი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას”

იტვირთბა....