aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დაიჭერენ თუ არა: სააკაშვილზე ქართული ტოტალიზატორი ფსონებს იღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართულმა ტოტალიზატორმა „ვივარობეთმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ფსონების მიღება დაიწყო. პოლიტიკურად აზარტულ ადამიანებს შეუძლიათ სპეციალური ფსონების დადება.

„გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ახალი მაიდნის ორგანიზატორი 3 თვის განმავლობაში“, „იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი გაძევებული უკრაინიდან 1 თვის განმავლობაში“, „გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საერთო ოპოზიციის ლიდერი“, „შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავისი ძალებით მიაღწიოს კიევამდე 19  სექტემბრამდე“, „დააპატიმრებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს 25 სექტემბრამდე“.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი კოეფიციენტი (კუში) სააკაშვილის დაპატიმრებას აქვს – 1, 25.

შეგახსენებთ,  სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა უკრაინაში 18 სექტემბერს არის დაგეგმილი, რომელსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება ბრალად.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. მას თან ახლდა მისი ოჯახის წევრებიც.

ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

იტვირთბა....