aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი მამალაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძეს უკრაინაში მანქანა დაუწვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უკრაინაში მსახურობისას მანქანა დაუწვეს – ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქმის ე.წ. ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე აცხადებს.

როგორც “პრაიმტაიმი” წერს, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მისამართით აღნიშნა, რომ 5-6 წლის წინათ, როდესაც გიორგი მამალაძე უკრაინაში მსახურობდა, მეუფე პეტრე თავად აფრთხილებდა დონეცკის მოსახლეობას, რომ მამალაძისგან თავი შორს დაეჭირათ. კითხვაზე თუ  რა საფრთხეს ხედავდა მაშინ მეუფე პეტრე მამა გიორგის სახით, მამალაძე ასე პასუხობს:

“არ ვიცი, კონკრეტულად რას აფრთხილებდა დონეცკის მოსახლეობას მეუფე პეტრე, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ დეკანოზს უკრაინაში ავტომობილი დაუწვეს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ დიდი სკანდალი. პირადული თემაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა მისგანვე ვიცი, რომ მას საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებდა მრევლი.

როგორც საეკლესიო, ისე საერო კანონებით ძალიან მძიმე სასჯელი ელოდა, ამიტომ დაუყოვნებლივ დააბრუნეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში. არ გამოვრიცხავ, რომ მეუფე პეტრე სწორედ ამ ეპიზოდს გულისხმობდა, თუკი ასეთი საუბარი ნამდვილად ჰქონდა დონეცკის მოსახლეობასთან”- აღნიშნა ირაკლი მამალაძემ “პრაიმტაიმთან”.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 5 სექტემბერს პატრიარქის მდივან-რეფენრენტის, შორენა თეთრუაშივლის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად მსჯავრდებული თავს დამნაშვედ არ ცნობს. მისი ადვოკატები აღნიშნული გადაწყვტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

 

იტვირთბა....