უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრანის პრეზიდენმტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართბვა, ქვეყანაში არ შეუშვებენ:
„დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც მოვიდა“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დღეს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას აპირებს.