დავით სააკაშვილს მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ქვეყანაში დააბრუნებენ- ამის შესახებ განცხადებას, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი არ დაუკავებიათ.
მათივე ინფორმაციით, კიევის პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გადაყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში, რადგან დავით სააკაშვილის ბინადრობის ნებართვა მიმდინარე წლის მარტში გაუქმდა, რადგან მანამდე გაუქმდა მასზე გაცემული მუშაობის ნებართვა.
უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ არტიომ შევჩენკოს განცხადებით, დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო, რომ უკრაინაში ყოფნა აღარ შეეძლო, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.