aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნიკორას” მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ა.ო., თბილისში, გორგასალის ქუჩაზე მდებარე “ნიკორას” მაღაზიის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....