aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

რას მოიმოქმედებენ მესაზღვრეები თუკი სააკაშვილი უკრაინას მიადგება: სასაზღვრო სამსახური კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„უკრაინსკაია პრავდასთან” მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრებს მოადგება მას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური შესვლაზე უარს ეტყვის.

„თუ საზღვარს გადმოკვეთს რომელიმე პერსონა, რომელსაც ძალადაკარგული საბუთები ექნება, ასეთ ადამიანს უარს ვეტყვით საზღვრის გადაკვეთაზე”, – განაცხადა სლობოდიანმა.

გუშინ საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნების გეგმა დააანონსა.

შეგახსენებთ, სააკაშვილს, ის როცა უკრაინაში არ იმყოფებოდა, მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

 

იტვირთბა....