aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისი მოლის კარფურში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

momxmarebeli.ge-ის ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათ აცნობა, რომ “თბილისი მოლში” მდებარე მაღაზია “კარფური” შეამოწმა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხდეს, რომ “კარფურმა” დაუყოვნებლივ შეასრულა მათი რეკომენდაციები და შესაბამისად, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.
ამ შეუსაბამობების შესახებ ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ გაასაჯაროვა ინფორმაცია – მათ გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიიღეს. წერილი 8 აგვისტოთი თარიღდება. ამ წერილის თანახმად, 4 აგვისტოს სააგენტომ “თბილისი მოლში” მდებარე კარფური შეამოწმა, რის შედეგადაც საყინულე მაცივარში და პურ-ფუნთუშეულის საამქროში საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერა:

“სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ჰიპერმარკეტის საწარმოში დაცული არ იყო ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნები. კრიტიკული შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №010059, საყინულე მაცივარში და პურ-ფუნთუშეულის საამქროში შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ადგილზე ასევე შეივსო შესაბამისობის შეფასების აქტი №1A7С70044260Ε 04/08.2017წ. გაცემული არაკრიტიკული შეუსაბამობების შესასრულებლად მიეცა გონივრული ვადა (15.09.2017წ.)” – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილში, რომელიც momxmarebeli.ge-მ გამოაქვეყნა.

momxmarebeli.ge ასევე წერს, რომ მათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სულ სხვა მიზნით მიმართეს, კერძოდ, საქმე ეხებოდა მომხმარებლის მიერ მათთან 24 ივნისს გაგზავნილ საჩივარს, რომელიც “თბილისი მოლში” მდებარე “კარფურში” გასაყიდი ნამცხვრების შემოწმებას ითხოვდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიაში შეამოწმეს „სანდომი ვაფლი“ და „GEO BACKERS პეჩენია“, პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტს, პეჩენიასაც და ვაფლსაც აღენიშნებოდა სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა წერილი და ამ ბიზნესოპერატორების გარდა, კარფურის შემოწმება ითხოვა. წერილი, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ, ამ მოთხოვნის შემდეგ იყო მიღებული, თუმცა, როგორც momxmarebeli.ge ამბობს, ის არ არის კავშირში მათ მიერ შემოწმებული ტკბილეულის ნაკლთან.

წყარო: “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....