aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის აეროპორტი პარალიზებულია: რეისები რამდენიმე საათით გადაიდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ირკვევა, ტექნიკური, უფრო სწორედ კომპიუტერული პროგრამული ხარვეზის გამო პარალიზებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ვერ ხერხდება მგზავრების ელექტრონულად დაფიქსირება და მათი რეგისტრაცია აეროპორტის თანამშრომლებს ხელით უწევთ, მგზავრებს ხელითვე გადააქვთ ბარგიც, რაც დიდ დროს მოითხოვს. ამი გამო, აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი და პროგრამების გადაწყობა მიმდინარეობს. ყველა რეისი, რომელიც ღამის 2 საათიდან უნდა შესრულებულიყო, რამდენიმე საათიანი დაგვიანებით მიფრინავს.

შეფერხება შეეხო სტამბოლის, ანტალიის, მიუნჰენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით რეისებს. ავიაკომპანიები მგზავრებს დახმარებას და ხელშეწყობას ჰპირდებიან.

 

 

იტვირთბა....