aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზში სამხედროებს მანქანა დაეჯახა: დაშავდა 6 ადამიანი, ორის მდგომარეობა მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარიზის გარეუბანში სამხედროების ჯგუფს ავტომობილი დაეჯახა. როგორც გამოცემა the guardian იუწყება, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 8 საათისთვის მოხდა. პოლიცია ეძებს პირს, რომელიც სახმედროებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა, მათგან ორი მძიმედაა დაშავებული. ისინი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, BMW-ს მარკის ავტომობილი სპეციალურად ელოდა სამხედროებს, რათა შემდეგ მათ დასჯახებოდა. მისი თქმით, ლევალოისი მშვიდი ადგილია და არავინ ელოდა სამხედროების მიმართ ასეთ აგრესიას.

იტვირთბა....