ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფეთქების შემდეგ: რუსულმა ტუროპერატორებმა შესაძლოა აფხაზეთში ტურები გააუქმონ

აფხაზეთში განხორციელებული აფეთქების შემდეგ, რუსული ტურისტული კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ტერიტორიის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ ნაწილში, ტურები გააუქმონ.

“ტურისტულ კომპანიებში საკმაოდ ბევრი რეკავს. ჯერჯერობით მხოლოდ კითხვებით შემოიფარგლებიან, თუმცა,  ტურისტული კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ ამ ქვეყნაში შეძენილი ტურების გაუქმების მოთხოვნით განცხადებები შევიდეს “, – განაცხადა ირინა ტიურინამ, რომელიც რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივანია.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ზღვისპირა სოფელში მდებარე სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა. აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის- 27 რუსი ტურისტი. რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.

იტვირთბა....