aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

143 ათას ლარზე მეტი თბილისის დაბინძურებისთვის და 1343 საჯარიმო ოქმი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა სამი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 1 343 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით – 143 950 ლარი.

1 343 სამართალდამრღვევი პირიდან 616 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 1 294 ფიზიკური და 49 იურიდიული პირი.

“თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო “ნარჩენების მართვის კოდექსის” შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.

იტვირთბა....