aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

აღმოაჩინეს რემონტის დროს მომღერალი ქართველი ხელოსანი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის N123-ე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას, ბაღის პერსონალმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი მუშაობისას შესანიშნავად მღეროდა, მისი სიმღერა ჩაწერა და ინტერნეტში გაავრცელა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. სწორედ ამიტომ, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ დეტალურად გამოიკვლია მოყვარული მომღერლის ისტორია და გაარკვია, რომ სამშენებლო სამუშოებზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი პაატა თავდგირიძეა. ის ქუთაისიდანაა, არაპროფესიონალი მომღერალია, დამოუკიდებლად ეუფლება ხალხურ სიმღერებს და ოცნებობს პროფესიონალ მომღერლებთან ერთად სიმღერაზე.

სააგენტომ გადაწყვიტა პაატას ამ ოცნების ასრულებაში დახმარებოდა და სასიამოვნო სიურპრიზიც დაგეგმა. საბავშვო ბაღში გადამღები ჯგუფი საპატრიარქოს მგალობელთა გუნდ „ბასიანთან“ ერთად მივიდა და მათი ერთობლივი სიმღერა ჩაწერა. ანსამბლის ბიჭებმა პაატასთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და მას „ბასიანის“ ახალი ალბომი აჩუქეს. მომღერლები შეთანხმდნენ, რომ პაატა ამ ალბომიდან სხვა სიმღერებსაც დაეუფლება და მომავალში უფრო მეტ სიმღერას შეასრულებენ ერთად.

postalioni.com

 

იტვირთბა....