ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ყველაზე არალეგალები აფხაზეთში და ცხინვალში მყოფი რუსი ჯარისკაცები არიან

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქართველთა დაანონსებულ მარშს ეხმიანება:

“ძალიან აღშფოთებული მეც ვარ იმის გამო, თუ რა ხდება ჩემი სახლის გვერდზე ლესელიძეზე, ახალ ტფილისის ქვეყნის სახსრებით აღდგენილ აღმაშენებელზე, ან ჩემ საარჩევნო უბანში ვარდების მოედნის მიწისქვეშა დაწესებულებში …  დარწმუნებული ვარ რომ ამ სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება და აქ პირველი პასუხისმგებლობა მერიასი, ხელისუფლების და კანონმდებელი ორგანოსი, პარლამენტისაა …  ორიოდე კვირისწინ გამგებლის და ზედამხედველობის თანხლებით ჩავიარეთ ჩემი უბნის მთავარი ქუჩები, რათა უცხო ენაზე კანონდარღვევით გამოკრულ პლაკატებს და რეკლამების აუცილებელი რეაგირება მომხდარიყო. ცხადია საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს ქალაქის იერსახის და კულტურულ ეროვნულ იდენტობის დაცვაში რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი – ანუ პატარა ერის – თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია, არამედ და ამავდროულად, ჩვენი ტურისტული მიმზიდველობის ანუ ეკონომიკის ერთ-ერთ წყაროსაც წარმოადგენს.
თუმცა არ შემიძლია არ ვიფიქრო რომ ქართულ ღირებულებებს არანაკლებად ვაზიანებთ, როცა ვუგულველვყოფთ ჩვენ ისტორიულ მახასიათებლებს:  ტოლერანტობას, სტუმართ-მასპინძლობას, გახსნილობას და შემწყნარებლობას…  ჩვენმა კულტურამ ყველა უცხო დამპყრობლებს გაუძლო საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, ყველასგან რაღაც შეითავსა და შეირგო, და ყველაფრის მიუხედავად, გალობანი სინანულისანში სპარსულ ენის სიტკბოს მიუძღვნა დავითმა!
ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც გადის ხაზი ერთისმხრივ ჩვენი თავის დაცვისა და თვითშეგნების გაღვიძების და, მეორე მხრივ, არალეგალურ უცხოელების ქვეყნიდან განდევნის მოთხოვნათა შორის.
არალეგალები მთელ მსოფლიოში გაფანტულნი არიან და მათ შორის მილიონამდე ქართველი, რომლის მიმართ არ ვისურვებდი მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებიდან.

ეს იმას ნიშნავს რომ აქცენტი უნდა იყოს სწორი : საზოგადოება მეტს უნდა ითხოვდეს საკუთარ ხელისუფლებისგან და ეს იყოს გამოხატული მკაფიოდ და არა, უცხოელის მიმართ უტანლობა ან სიძულვილი.
ჩვენი ადათწესები დავიცვათ და ჩვენ სტუმრებს მოვთხოვოთ მათი პატივისცემა, ტურიზმის ეკონომიურ ინტერესების გათვალისწინება გვმართებს ოღონდ ეკონომიკის მოთხოვნების სხვერპლად და მონად არ უნდა ვიქცეთ.

კერძო მესაკუთრეების უფლებები არ უნდა დაირღვეს და მან უნდა შეძლოს გაქირავება და გაყიდვა თუნდაც უცხოელზე, თუ არ გვინდა ჩვენივე მოსახლეობა დავაზარალოთ და შევზღუდოთ. მაგრამ უცხოელ მეპატრონეს უნდა მოეთხოვოს ქალაქის, უბნის, ქუჩის იერსახის შენარჩუნება გარეთ (ანუ ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადაიქცეს შარდენი თუ აღმაშენებელი) და ჩვენი კანონების შესრულება შიგნით (პოლიცია უნდა შედიოდეს დაწესებულებებში და ამოწმებდეს სანიტარულ და სხვა “პირობებს”, აჯარიმემდეს და საჭიროების შემთხვევაში
ხურავდეს …)
მოკლედ, თუ ხვალინდელი დემონსტრაცია იმას ემსახურება რომ მეტი რეაგირება და აქტიურობა გამოიწვიოს, მოითხოვოს, ხელისუფლებისგან სრულიად მისაღებია, გასაგები და დროული (თუმცა ადგილს სხვას ვარჩევდი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად) თუ ეს უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად, რომელიც ჩვენ ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ეროვნულ ღირებულებების, ვიდრე ის უცხოელები, ვისგანაც ვითომცდა თავს ვიცავთ!
და კიდევ ერთი: ყველაზე არალეგალები არალეგალთა შორის მაინც არა თბილისში, არამედ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსის ჯარისკაცები არიან … საზოგადოების მარში იქაც ურიგო არ იქნება, არა პოლიტიკურ პარტიების მიერ მართული, არამედ თვით ხალხისგან გამოხატული!”-წერს  სალომე ზურაბიშვილი.

სხვა ამბები

ხუხაშვილი – ქართული ოცნება გარიცხეს ახალი ნაც. მოძრაობიდან

newsadmin

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ოცნებიდან” რიცხავენ მათ, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა

newsadmin

“საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, კარგია, კონსტიტუცია უკვე მივიღეთ”

newsadmin

“თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს”

newsadmin

“ვუყურებთ პარლამენტის სხდომას … პოლიტიკური კრიზისია“

newsadmin

“ნიშანდობლივია ნაცმოძრაობის ზეიმი, როდესაც შეტევა მიდის სასამართლოზე, რომელმაც გაასამართლა სააკაშვილი”

newsadmin
იტვირთბა....