ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

“დიდი ოცეულის” სამიტზე თავდასხმა იგეგმებოდა: დაკავებულია 30 წლის მამაკაცი

გერმანიაში,  “დიდი ოცეულის“(G20) სამიტზე თავდასხმა იგეგმებოდა. გერმანული პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც სამიტზე ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა.
მამაკაცი ქალაქ როსტოკში, სპეცოპერაციის ფარგლებში დააპატიმრეს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ტოქსიკური სითხეები, პიროტექნიკ და ცივი იარაღი აღმოაჩინეს. პოლიცია ჯერჯერობით მის ვინაობას არ ასახელებს.

შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება, რომლის უსაფრთხოებაზეც 21 ათასი პოლიციელი იზრუნებს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....