aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში უფასო წამლების პროგრამა პირველი ივლისიდან  იწყება. ზოიძე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალქისთვის იქნება განკუთვნილი და პენსიონერებს უდიდეს შეღავათს მოუტანს.  დეპუტატის ინფორმაციით, დაახლოებით 600 000 მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება, საჭირო მედიკამენტებს ყოველთვიურად უფასოდ მიიღებს.

„უფასო წამლების პროგრამა ივლისიდან იწყება. ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება და პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს, რომელთაც პენსიიდან 30-40 ლარი წამლებზე ეხარჯებათ. მათთვის ეს შეღავათი იქნება და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – დასძინა ზოიძემ.

პირველ ეტაპზე უფასო წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო.

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ მომხმარებლების მიზიდვა.

იტვირთბა....