aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნება“ თვითიზოლაციაშია: „თვითმართველობის არჩევნები ხელისუფლებას კიდევ უფრო მოარყევს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მარგველაშვილი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაში დაადანაშაულა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პრეზიდენტის ქმედებები მიმართულია ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისა და პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ.

“ვფიქრობ, პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტს უნდა ეკისრებოდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე და ვინ ახდენს ამის პროვოცირებას. პოლიტოლოგები „მეტრონომთან“ ამბობენ, რომ ქვეყანაში პროცესები თუ ამ მიმართულებით გაგრძელდა, ხელისუფლება ჩიხში ნამდვილად შევა.

თუმცა, მათი აზრით, ეს არა პრეზიდენტის არამედ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავი თვითიზოლაციაში მოიქცია, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

ანალიტიკოსების აზრით, თვითმართველობის არჩევნები იქნება ეტაპი, როდესაც ხელისუფლება კიდევ უფრო მოირყევა. მას ამის შემდეგ უფრო მეტი პრობლემები ექნება. ეს არჩევნები ხელისუფლების საბოლო დეზიტეგრაციის მიზეზი იქნება.

 

 

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას “ქართულმა ოცნებამ” რეკორდულად სწრაფად, 2 მოსმენით, კონსტიტუციის ახალი პროექტი უკვე მიიღო და მესამე და საბოლოო მოსმენა საშემოდგომო სესიისთვისაა დაგეგმილი. მესამე მოსმენისას კანონპროექტში არსებითი, ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა გამორიცხულია და რაც უნდა გააპროტესტონ ახალი კონსტიტუცია ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა, ის უკვე იმ შინაარსით დამტკიცდება შემოდგომაზე, როგორიც დღესაა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე  პროცესები თუ ასე წარიმართა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე არსებობს. ძაბირაძის განცხადებით, მოსახლეობაში არც თუ სახარბიელო განწყობაა, რაც „ქართული ოცნების“ მიმართ სიტუაციას კიდევ  უფრო ძაბავს.

თუმცა, ხელისუფლებას ამ ეტაპზე სიმშვიდის საშუალებას ის აძლევს, რომ ოპოზიციაში  ძალა არ არსებობს, რომლის მიმართაც საზოგადოების სიმპატიები იქნება მიმართული.

ამიტომ, ეს არის საწყისი ეტაპი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ნიჰლიზმში იმყოფება და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ჯერჯერობით ეს აფერხებს. თუმცა, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში, ასეთი მდგომარეობა, მაინც საზოგადოების პროტესტში გადადის და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს იწვევს.

„პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირება პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულებაა. თუმცა, მარგველაშვილი თავის მოქმედების ზღვარს არ გადასულა და ის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს იყენებს.

კრიზისის სიმპტომები საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა გვარად არის გამოხატული. მოდი მოვლენებს ქრონოლოგიურად გავყვეთ და გავიხსენოთ, ბოლოს დროს საზოგადოების უკმაყოფილება რა ფორმებით იქნა გამოხატული. აუდიტორია 115-ი, რომელიც  საზოგადოების სხვადასხვა პრობლემებს საკმოდ მწვავედ ახმოვანებს. მარტში ბათუმში განვითარებული მოვენები, როდესაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე სპონტანური აფეთქება მოჰყვა. როდესაც ასეთი პატარა ინციდენტი ამხელა მასშტაბს იძენს, რა თქმა უნდა, რომ უკვე საფრთხის მატარებელია. ფარცხალაძის საქმე, რომელიც საჯარო სივრცეს შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ესეც ხელისუფლებაში არსებულ კრიზისზე მიგვანიშნებს.

არ დაგვავიწყდეს  საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირება, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში განიხილება და იქაც გარკვეული სახის ინტერესები იკვეთება, რაც კარგად არ დასრულდება. ეს არის სწორედ ის წინა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები, რომლებიც  განვითარებას აუცილებლად  ჰპოვებს“, – აცხადებს ძაბირაძე „მეტრონომთან“

პოლიტოლოგის განცხადებით, მოსახლეობაში მიუღებელია ის რასაც ხელისუფლება აკეთებს და  საზოგადოებაში პროტესტის მუხტს კიდევ უფრო ზრდის. შესაბამისად პატარა უკმაყოფილება და პროტესტი სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს.

ძაბირაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმართველობის არჩევნებში ხელისუფლება გაიმარჯვებს, საზოგადოებაში უკმაყოფილებას  კიდევ  უფრო გაზრდის. პოლიტოლოგის აზრით, ეს არჩევნები იქნება ბოლო წვეთი, როდესაც  მოსახლეობაში  საპროტესტო მუხტის ჩამოყალიბება დაიწყება.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ პოლიტიკურ  ცხოვრებაში ახალი იდეები არ შემოიტანა, მისთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება.  ძაბირაძის აზრით, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში დიდი ცვლილებები იქნება მოსალოდნელი. მისი აზრით,  „ოცნებამ“ რაც შეიძლება მალე ახალი გუნდი უნდა წარმოადგინოს, სხვაგვარად ქვეყანაში პოლიტიკური კრახი გარდაუვალია.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ  სამწუხაროდ კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებულმა პროცესმა, ხელისუფლების პოლიტიკური დელეგიტიმაციის საფრთხე გააჩინა. ხუხაშვილის თქმით, ერთი შეხედვით სამართლებლივმა პროცესმა ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნა. ანალიტიკოსის აზრით, მთავრობა ამ პროცესების დროს, იზოლაციაში მოხვდა.

მისი აზრით, მათი  პრობლემა არა მხოლოდ პრეზიდენტთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ ყველასთან აქვს. ეს არის სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური ელიტა და ყველა სოციალური ჯგუფი. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ „ოცნებამ“ თავი თვითიზოლაციაში მოაქცია, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

„საზოგადოების კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანა სხვადასხვა პრობლემებს შეუძლია. უკმაყოფილების კაპიტალიზაცია როდის მოხდება ეს რთული სათქმელია. შეიძლება სულ პატარა მიზეზიც კი პრობლემის გამწვავების წინა პირობა გახდეს. თვითმართველობის არჩევნები იქნება ეტაპი, როდესაც ხელისუფლება კიდევ უფრო მოირყევა. მას ამის შემდეგ უფრო მეტი პრობლემები ექნება. ეს არჩევნები ხელისუფლების საბოლოო დეზიტეგრაციის მიზეზი იქნება.

ერთადერთი რასაც დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განვითარებას ხელს უშლის, ეს არის, რომ ქვეყანაში მაკონსოლიდირებელი ლიდერი არ ჩანს. როდესაც პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, მიწოდებაც ხდება. ახლა ვინ იქნება და როდის გამოჩნდება ეს ლიდერი რთული სათქმელია. ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....