aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წუხელ პეკინის გამზირზე განაცხადა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მისი თქმით, გაიმართა სამუშაო შტაბის სხდომა, რომელზეც ოპერატიული გადაწყვეტილებები და დავალებები შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს.

„აღნიშნულზე დაყრდნობით უკვე დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად, მოძრაობა გახდა ცალმხრივი. დილიდან კომპანია „ჯორჯიან უორეთ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარებილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ნარმანიამ.

როგორც მერმა განაცხადა, შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს. „მეორე მხრივ, სამუშაოები ისეთნაირად უნდა ვაწარმოოთ, რომ დისკომფორტი მინუმუმამდე დავიყვანოთ როგორც მძღოლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის და პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ვფიქრობთ, რომ გეგმა- გრაფიკის მიხედვით პროექტი თავიდან ბოლომდე ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ პროექტი ეხება პეკინის გამზირის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-დან არქივამდე მანძილს.

მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა ნარმანიამ.

იტვირთბა....