aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

გვეამაყები, ზაზა! – კალაძემ ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობა მიულოცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა ფაჩულიას წარმატება მიულოცა საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, რომელმაც ასევე, თავის დროზე 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საქართველოს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

“ვულოცავ ჩემ მეგობარს, ზაზა ფაჩულიას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას! სასიხარულო და საამაყოა, რომ NBA -ს და ქართული კალათბურთის ისტორიაში ზაზა შევიდა, როგორც პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ეს ჩემპიონატი მოიგო. გვეამაყები ზაზა! – წერს კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი “გოლდენ სტეიტში” გახდა. მისმა გუნდმა ოკლენდში, ფინალური სერიის მეხუთე მატჩში “კლივლენდ კავალიერსი” 129:120 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო.

იტვირთბა....