aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

„ქართველი სპორტსმენები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სინდიკატის წევრმა მათ ხელი ჩამოართვათ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკაში დაკავებული სპორტსმენების ადვოკატი ლევან ნატროშვილი ვარაუდობს, რომ დღეს სასამართლო ლევან მაყაშვილს და ავთანდილ ხურციძეს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს.

როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლოს არ აქვს პრობლემა მაყაშვილის გამოშვებაზე და უბრალოდ გარკვეული საბუთებია მოსაწესრიგებელი, რაზეც ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ის უკვე შეხვდა მაყაშვილს და თავს უდანაშაულოდ თვლის.

”ჯერ კონკრეტულად ამ საქმეზე ადვოკატი არ ვარ და ზუსტად არ ვიცი ვიქნები თუ არა.  ამიტომ მხოლოდ ლევანთან დაკავშირებით შემიძლია ვისაუბრო. რაც შემიძლია ამ დროისთვის ვთქვა, საქმეში არაფერი კონკრეტული არ არის. ლევანი გაკვირვებულია და მისთვის გაუგებარია რატომ დააკავეს.

ნაწყენია, რომ ასეთი ამბავი მოხდა და არ მოუსმინეს მის პოზიციას. ის ამბობს, რომ საერთოდ არ აქვს კავშირი ორგანიზებულ კრიმინალთან. როგორც ჩანს, რომელიღაცა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ლევანს სინდიკატის რომელიმე  წევრმა  ხელი ჩამოართვა. ამის გამო ადამიანის დაჭერა უსამართლოა. ლევანის თქმით, მას წარმოადგენაც კი არა აქვს ამ ადამიანების საქმიანობის შესახებ და მათთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებს”, – განაცხადა ნატალიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

იტვირთბა....