aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოსო ოსორაულის ძმა: “გავრცელებული ვიდეო ორი თვის წინ მაქვს ნანახი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონგოში ჩამოვარდნილი ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული, რომლის ადგილსამყოფელიც ამ ეტაპზე უცნობია, მისი ძმა გიორგი ოსორაული ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული მფრინავის ვიდეომიმართვა ახალი არ არის და ის მას ორითვის წინ აქვს ნანახი.

მფრინავის ძმის განცხადებით, გავრცელებული ვიდეო ვერ დაადასტურებს, რომ ის ცოცხალია. თუმცა მისი თქმით, ოფიციალურად არც იმის დამადასტურებელი ინფორმაცია აქვთ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.  ოჯახის წევრები ინფორმაციას შესაბამისი უწყებებიდან ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე რაიმე სიახლე არ არის.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ყველა შესაძლო დიპლომატიურ რესურს იყენებს, მათ შორის, უწყება კომუნიკაციაშია გაერო-სთან, წითელ ჯვართან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 მაისს გამართულ ბრიფინგს, სადაც ითქვა, რომ ქართველი მფრინავი, დიდი ალბათობით, დაიღუპა, ელჩი განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია იმ დაჯგუფებისგან მიიღეს, რომლის დაქვემდებარებაშიც სოსო ოსორაული იყო.

ოსორაული კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში საქართველოს შეირაღებული ძალებიდან წასვლის შემდეგ მსახურობდა. შვეულმფრენი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, გასამხედროებული დაჯგუფება M23-ის ძალებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს და რამდენიმე მძევალი აიყვანეს.  გავრცელებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეები 1 მლნ აშშ დოლარს ითხოვდნენ.

იტვირთბა....