aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NDI: 30% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში საარჩევნო ხმები სწორად დათვალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში საარჩევნო ხმები სწორად დათვალეს.

კითხვაზე, რა იყო მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ არჩევნებზე არ მიხვედით, გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ გეგმავდა არჩევნებზე წასვლას, თუმცა ვერ მოახერხა ამინდის, ჯანმრთელობის და სხვა მიზეზების გამო.

11% კი არჩევნებზე იმიტომ არ მივიდა, რომ სხვა რაიონშია დარეგისტრირებული. 15% მიიჩნევდა, რომ მისი ხმა არაფერს შეცვლიდა.

კითხვაზე, რამდენად ენდობით და ხართ დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა მოხდა სწორად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა 30% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში საარჩევნო ხმები სწორად დათვალეს, 53%-ის თქმით, კი სწორად დათვალეს.

„შეკითხვაზე, შენიშნეთ თუ არა თქვენს საარჩევნო უბანზე ადამიანები, რომლებიც ინიშნავდნენ ინფორმაციას უბანზე მისული ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მხოლოდ 14% ამბობს, რომ ასეთი ფაქტი შენიშნეს,“ – განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

NDI-მ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

იტვირთბა....