aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

LIVE: რა ხდება ამ წუთებში მაიდანზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ВЕРХОВНА РАДА | 19.10.2017 | СТРІМ

ВЕРХОВНА РАДА | 19.10.2017 | СТРІМYouTube: https://youtu.be/5ee7qJwettQ

Gepostet von UMN am Donnerstag, 19. Oktober 2017

 

წუხელ,  კიევის ცენტრში, უმაღლეს რადასთან  სამართალდამცველებმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები აიღეს.  დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.   პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

სააგენტო „უნიანის“  ცნობით, პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.    მომიტინგეებსა და  ძალოვნებს შორის  დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით,  სამართალდამცველებმა  აქციის 11 მონაწილე დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული აქტივისტები უკვე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, აქცია რეფორმების გატარების მოთხოვნით იმართება. დემონსტრაციის ორგანიზატორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფია, მათ შორის ავტომაიდანი, საპარლამენტო ფრაქციები „სამაპომოში“ და „ბატკივშინა“, ასევე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაარსებული „ახალი ძალების მოძრაობა“.

იტვირთბა....