aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

LIVE: გორში საკრებულოს თავმჯდომარეს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძესა და საკრებულოსთან შეკრებილებილ აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

გორში, შვილმკვდარ მამას, რომელიც აქციას მართავს, თბილისიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს პოლიტიკურად მართულები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი თბილისიდან გორში პროვოკაციის მოსაწყობად ჩავიდნენ. მას ამ განცხადების შემდეგ ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  ამის შემდეგ მას გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ შეაგინა.

ამ წუთებში მიმდინარე აქციას პირდაპირ ეთერში “რადიო თავისუფლება” გადასცემს:

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი 18 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის მკვლელობის მუხლით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით ან რაიმე სხვა გარემოებით, დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა.

იტვირთბა....