aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მყვინთავებმა II მსოფლიო ომის დროინდელ ხომალდზე 4 ტონა ოქრო იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიტანელმა მყვინთავებმა ისლანდიის სანაპიროებთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანული სატვირთო ხომალდის ბორტზე ყუთი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა ნაცისტებს ეკუთვნოდათ და მისი ღირებულება სავარაუდოდ 100 მილიონ დოლარს აღწევს. ამის შესახებ Daly mail წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანული კომპანიის Advanced Marine Services-ის წევრებმა ხომალდზე SS Minden 4 ტონა ოქრო იპოვეს. ხომალდი ბრაზილიიდან გერმანიაში მიემართებოდა და 1939 წელს ისლანდიის სანაპიროებიდან დაახლოებით 190 კილომეტრის მოშორებით ჩაიძირა.

გამოცემის ცნობით, მყვინთავებს სურთ განძი დიდ ბრიტანეთში გადაიტანონ. ისლანდიის სანაპირო დაცვამ კი თავის მხრივ კომპანიის წევრები ისლანდიის ხელისუფლების შესაბამისი ნებართვის გარეშე ხომალდის ნაწილების ძებნაში დაადანაშაულა.

info9.ge

იტვირთბა....