aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

GEM FEST 2018: VIP პასი 2 000 ლარი ღირს

aviabiletebi
ავიაბილეთები

GEM FEST 2018-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო:

“შარშანდელი მარათონული თავგადასავლების შემდეგ, წელს ჩვენი ამოცანა განსხვავებული იქნება. სოფელ განმუხურში Gem Fest 2018 ახალ ფორმატში ჩატარდება და ის 4 დღე გასტანს. 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე ძირითადი აქტივობები მხოლოდ მუსიკალური ხასიათის იქნება. შესაბამისად, შეიცვლება სცენების კონცეპტი და მათი ფუნქციონირების პრინციპი. მსმენელს ანაკლიაში 4 ერთმანეთისგან განსხვავებული სცენა დახვდება. თითოეული მათგანი თავისი უნიკალური კონცეპტის და იდენტობის მიხედვით იფუნქციონირებს, რაც მრავალფეროვანი მუსიკალური განწყობის შექმნის საშუალებას იძლევა.გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არ შეიცვლება Gem Fest-ის, როგორც საერთაშორისო ფესტივალის როლი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეპატიჟებით უკლებლივ ყველას ვინც ჩვენთან ერთად ანაკლიაში ახალი საფესტივალო სივრცე შექმნა და იმათაც, ვინც მომავალი წლიდან აპირებს ამ შენების პროცესს შეუერთდეს” – ნათქვამია ივენთის აღწერაში.

tkt. ge-ზე მოცემული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბილეთის ფასი 80 ლარს შეადგენს, თუმცა თანდათანობით ფასი გაიზრდება და 250 ლარს მიაღწევს. რაც შეეხება VIP ბილეთს, როგორც საიტზეა აღნიშნული, VIP პასი 2 000 ლარი ღირს.

იტვირთბა....