aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

“აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ”: GEM FEST-ის დამფუძნებელი სოცქსელში წერს

aviabiletebi
ავიაბილეთები

GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ტქმით, თუ მთავრობა იჯარით მას არ მისცემს მიწას, ის Gem Fest-ს  2018 წელს აფხაზეთში ჩაატარებს.

“რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

1 – ჩატარდება GEM FEST? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.

2 – როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ-ნაწილ გამოცხადებას.

3 – მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები). მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე.

4 – მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზამთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ.

5 – როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.

6 – თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ”. – წერს საკუთარ ფეისბუქზე გიორგი სიგუა.

 

იტვირთბა....