aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Forbes: საქართველო ღვინის მწარმოებელ საუკეთესო 12 ქვეყანაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავლენიანი გამოცემა Forbes 12 ქვეყნის შესახებ წერს, რომელთაც   2017 წლის ღვინის საუკეთესო რეგიონებად ასახელებს. სტატიაში აღნიშნულია, თუ რომელ თვეს სჯობს სხვადასხვა ქვეყნის მონახულება. იტალიის, ახალი ზელანდიის, ესპანეთის და არგენტინის გვერდით მოხვდა საქართველოც. კერძოდ კი კახეთის რეგიონი, სადაც მოგზაურობას Forbes მკითხველებს მაისში ურჩევს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო როგორც ღვინის მიმართულება არაერთხელ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.

ამასთან გამოცემა წერს, რომ საქართველოში ღვინის ტურის მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი კახეთი და მისი სოფლებია. ღვინის გარდა, ავტორი მკითხველს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.

იტვირთბა....