aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნეს იდეა ბიზნესი მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სიახლე: ცუკერბერგი FACEBOOK-ზე გაბედნიერების ფუნქციას ამატებს – იდეა, რომელმაც Tinder-ის აქციების ფასი 18%-ით დააგდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს. ამ სიახლის საშუალებით მომხმარებელს პარტნიორის მოძებნა შეეძლება.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ აქამდე არსებული მსგავსი გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, F8-ის მიზანი ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა იქნება. ამის მისაღწევად კი ქსელში მარტოხელად (single) მონიშნულ ადამიანებს მსგავსების ნიშნით დააკავშირებს.

კანდიდატები იქნებიან მეგობრების სიის მიღმა და მომხმარებლის მეგობრები გაცნობის ანკეტას ვერ ნახავენ.

„200 მილიონზე მეტი ადამიანია, ვისაც თავი მარტოხელად აქვს მონიშნული. შესაბამისად, აშკარაა მოქმედების ფართო არეალი. F8 დაეხმარება მათ ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნაში და არ არის განკუთვნილი ერთი ღამის კავშირებისთვის“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ეს სიახლე მომხმარებელს უფრო დიდხანს ამყოფებს, რითაც ქსელის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

F8-ის ფუნქცია რამდენიმე თვეში ამუშავდება. მარკ ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ, ონლაინ-გაცნობის აქციები 18%-ით დაეცა.

1tv.ge

იტვირთბა....