aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები“ თანახმად, საქართველოს მშპ-ს ზრდა წელს 3.9%-ს შეადგენა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით არ შეცვლილა.

EBRD-ის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,2%-ს შეადგენს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საერთო ჯამში, EBRD რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას მოელის როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს, რაც განპირობებული იქნება ნავთობზე მაღალი ფასებითა და რუსეთის რეცესიიდან გამოსვლით.

„სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკის საშუალო ზრდა 3%-იან ნიშნულს მიაღწევს“, – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....