aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

CNN საქართველოზე კლიპს ატრიალებს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

.

CNN-ის ეთერში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლი ტრიალებს. ვიდეოში საუბარი საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზეა.

30-წამიანი ხანგრძლივობის საიმიჯო რგოლი გადაცემის “Silk Road – Past, Present and Future“ ფარგლებში განთავსდა. კლიპი CNN-ის ეთერში ჩვენება 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით მოხდება.

კლიპის მიზანია ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ, სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ დავინტერესდით რამდენი გადაიხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ამ ვიდეორგოლში. „მეტრონომმა“ ამ საკითხზე სამინისტროდან მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მიიღო.

იტვირთბა....