aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ახალი დეტალები: ირაკლი გედენიძის სკანდალური ჩვენება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურიანი ჩვენებით გაგრძელდა. სხდომაზე დღეს ირაკლი გედენიძეს მოუსმინეს. ფოტოგრაფი მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის კონკრეტულ ფატებს იხსენებს.

როგორც გედენიძემ აღნიშნა, ფიზიკურ ზეწოლას მასზე ადგილი გქონდა ე.წ. მოდულის შენობაში გადაყვანამდე და გადაყვანისას. რაც შეეხება გლდანის ციხეში არსებულ ვითარებას, სადაც გედენიძე მასთან ერთად დაკავებულ გია აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს, ირაკლი გედენიძე იხსენებს, რომ საპყრობილეში ამ ყველაფერს დაემატა კონტრდაზვერვის წარმომადგენლის, დავით დევნოზაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური შანტაჟი.

“დევნოზაშვილი ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას  ლევან შერმადინთან ერთად ახორციელებდა, რომელიც სამინისტროს ოპერატორი იყო და ჩემს იძულებით აღიარებით ჩვენებას იწერდა.  ისინი ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ჩემგან, შვილებით და ჩემი მეუღლის პიკანტური ფოტოს გამოქვეყნების მუქარის ფონზე”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ, რომელიც დღეს დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე  2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

იტვირთბა....