aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„კრიმინალის პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის გადადების მიზეზი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

კრიმინალის პრობლემა, ჩვენდა სამარცხვინოდ, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადების მიზეზი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ განუცხადა.

ჭანტურიას თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება კრიმინალს არ უკავშირდება და საქართველომ ამ კუთხით ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს გერმანიის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხში და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების დროს ეს კიდევ უფრო აშკარად და ხელმისაწვდომად გაჟღერდება ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს, არსებობს შიდაპოლიტიკური საკითხები გერმანიაში, ზოგ სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ საკითხების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხში ყველა საშინაო დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულა. ეს აღიარებულია შენგენის წევრი ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, გერმანიის მიერ. ასე რომ, ამ საკითხის გადადება საქართველოს ბრალით არ ხდება. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი”, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

იტვირთბა....