aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

გართობა და თავისუფლება ელექტრონულად – ანაკლიაში ECHOWAVES FESTIVAL მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

22 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “Echowaves Festival” დაიწყო. ფესტივალი მსმენელს 7 სცენას სთავაზობს – WAVE STAGE, BOX STAGE, OCTAGON, TAIYO, TREEBAL, ZION SUN SETS და BEATS, RHYMES & LIFE.  გარდა ამისა, არის სცენა ფესტივალის ტერიტორიის გარეთაც – ISLAND STAGE, რომელიც დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე ფუნქციონირებს და სადაც ქართველი და უცხოელი დიჯეები ზრუნავენ მსმენელების განწყობაზე.

ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები რუსი დიჯეი – ნინა კრავიტცი და გერმანელი ბენ ქლოქი არიან, რომლებიც 22 და 23 აგვისტოს წარდგნენ მსმენელი წინაშე და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს მათ.

ბენ ქლოქისა და ნინა კრავიტსისთვის საქართველო უცნობი არ არის. ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებმა სპეცოპერაციის დროს კლუბ “ბასიანს” სოცალურ ქსელში საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უცხოელების გარდა, არანაკლები ინტერესით ელოდა მსმენელი და არანაკლები შთაბეჭდილებებიც მოახდინეს ქართველმა დიჯეებმა. მაგალითად, DJ SUMO-ს მსმენელები სცენიდან აღარ უშვებდნენ და “კუნძულზე” “AFTER PARTY-იც” თხოვეს.

მნიშვნელოვანია საკითხია, რომ ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას. ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულია მედ. პუნქტები და 24 საათის რეჟიმში მორიგეობენ რეანომობილები. ტერიტორიაზე კი დღის განმავლობაში ფესტივალის წარმომადგენლები დადიან და ზრუნავენ უსაფრთხო გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. უსაფრთხო გართობა – ეს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სლოგანია.

“ECHOWAVES 2019 არის მეგობრობისა და მხიარულების ადგილი და ღიაა ელექტრონული მუსიკის ყველა მოყვარულისთვის განურჩევლად ეროვნების, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა! შესაბამისად, სასტიკად იკრძალება ამ თუ სხვა ნიშნებით შევიწროება, ჩაგვრა და ძალადობა. პირობის დარღვევის შემთხვევაში, ფესტივალი უფლებას იტოვებს, დაგატოვებინოთ ტერიტორია”, – ნათქვამია ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალს ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება, საცხოვრებლის პრობლემის ასაცილებლად, შეგიძლიათ, ისარგებლოთ EchoWaves Tent city Citrus-ით ანუ კარვების ქალაქით, რომელიც ფესტივალის ტერიტორიიდან 500 მეტრში მდებარეობს.  თითოეული კარავი გათვლილია 2 ადამიანზე 4 დღის განმავლობაში და მისი ფასი 200 ლარია.

ფოტო: ECHOWAVES 2019

 

თუმცა, თუ დაღლილს სახლში წასვლა დაგეზარათ და კარვების ქალაქშიც არ გაქვთ ადგილი, შეგიძლიათ, რომ ზღვის პირას, კომფორტულად გაატაროთ ღამე ფესტივალის ტერიტორიაზეც.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის, ფესტივალის ტერიტორიაზე მდებარეობს კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები. შეგიძლია, ისარგებლოთ ჩოგბურთის კორტებითაც, ხოლო MANDALA-ს კარავთან შეგიძლიათ, იოგითაც დაკავდეთ.

ფესტივალის ტერიტორიაზე მდებარეობს 5 კვებისა და სხავდასხვა სასმლის შესაძენი ობიექტი. აქვე არის ბუნგალოები და ბარები. წინა წელთან შედარებით მოწესრიგებულია საპირფარეშოების თემა და რაც მთავარია, უფასოა.

Echowaves-ის რეგისტრაციის ცენტრი 22 აგვისტოს 14:00 საათზე გაიხსნა და ფესტივალის განმავლობაში იმუშავებს ყოველდღე დილის 11-დან დილის 4 საათამდე.
აქ შეგეძლებათ ბილეთის გადაცვლა სამაჯურში, ბილეთის შეძენა, ზოგადი ინფორმაციის მიღება ფესტივალის შესახებ და ა.შ.

ფესტივალზე მოქმედებს გადახდისქეშლეს სისტემა, რომელიც გულისხმობს სამაჯურში ჩამონტაჟებულ სპეციალურ ჩიპზე ბარათით, ან ნაღდი ფულით თანხის შეტანას და ამ სამაჯურის მეშვეობით გადახდას ფესტივალის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ობიექტში.

 

როგორც ფესტივალის სოციალურ გვერდზე არის ნათქვამი – ECHOWAVES 2019 არის მეგობრობისა და მხიარულების ადგილი და ღიაა ელექტრონული მუსიკის ყველა მოყვარულისთვის განურჩევლად ეროვნების, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა….

მთავარი ფოტო: ECHOWAVES 2019

“მეტრნომის” კორესპოდენტი ECHOWAVES FESTIVAL 2019-დან;

 

იტვირთბა....