aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ბანკებისთვის უსვრია ბღუჯა ფული ავრორას”: რომან გოცირიძე ლარის კურსის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტის გამყარებას,  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ლარის სწრაფი გამყარება დედოლარიზაციას არ უკავშირდება:

“როგორც ყოველთვის და როგორც ყოველთვის არასწორად, ლარის სწრაფ გამყარებას ან გაუფასურებას რაღაც მოვლენას მიაწერენ ხოლმე. ასეა ახლაც-ლარის ბოლო პერიოდის გამყარება სესხების დოლარიდან ლარში გადატანის მოსალოდნელ კამპანიას მიაწერეს. არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის ჯერჯერობით არ არის.
სამომავლოდ ეს შეიძლება გახდეს ლარის გამყარების მიზეზი, თუ ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები დროებით გადაწონა გალარების პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობამ. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს ირიბ ინტერვენციებს და ნაცვლად საბაზრო ფასით უცხოური ვალუტის სავალუტო ბირჟაზე გაყიდვისა, პირდაპირ აძლევს დოლარებს კომერციულ ბანკებს. ამით მცირდება ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები.
გალარება სინამდვილეში არის ბანკებისადმი მხარდაჭერის ერთჯერადი კამპანია:
-ბანკებს ბიუჯეტიდან აძლევენ 65 მილიონ ლარს და ისინი არაფერს კარგავენ, პირიქით გადახდისუნარიანობა დაკარგული კლიენტების ფულის ნაწილს მთავრობა უფარავს მათ;
-ბანკებს ეროვნულმა ბანკმა ასესეხა 400 მილიონი ლარი;
-ბანკები ამ ნასესხები ფულით იყიდიან იაფი კურსით უცხოურ ვალუტას, ანუ სავალუტო ბირჟაზე იქნება ნაკლები მოთხოვნა დოლარებზე, რადგან ეროვნულმა ბანკმა მათთვის ”სპეცჯიხური” გახსნა საკუთარ შენობაში.
მოკლედ, როგორც იტყვიან, ბანკებისთვის უსვრია ბღუჯა ფული ავრორას.
მონეტარული შედეგი იქნება ისეთი, როგორიც მოჰყვებოდა ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით.
ამ მასშტაბის ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში ლარის გაუფასურების მეორე ტალღა არც იქნებოდა.
მაშინ ინტერვენციებზე უარის თქმას თეორიულად ასაბუთებდნენ, ახლა რეზერვების ხარჯვას ლარიზაციით გაამართლებენ, ისევე, როგორც ბიუჯეტიდან უსარგებლოდ და უსამართლოდ გასროლილ 65 მილიონ ლარს.
საბოლოო ჯამში, ლარის შესაძლო გამყარებას კი ამ ძვირადღირებულ აქციას მიაწერენ.
არა და ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა. თუმცა, მაშინ რეზერვები ხელშეუხებელი მარაგი იყო, ახლა კი გალარების მსხვერპლი.”- წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი დაადგინა, რომელიც დღეს მოქმედებს და სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა ერთ დღეში დოლართან მიმართებაში თითქმის 5 თეთრით გამყარდა. ამ დროისათვის 1 დოლარი 2.6543 ლარი ღირს. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს 5 საათზე გამოაქვეყნებს.

იტვირთბა....