aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არჩევნებიდან მწამებელი პარტიების მოხსნას ვითხოვ” – ინაშვილი ხოშტარიას პასუხობს

“პროკურატურაში მე შემაქვს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანთა მწამებელი ეს პარტიები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ადამიანთა წამება, ძალადობა, მრავლად დევს ფაქტები პროკურატურაში, მოიხსნან არჩევნებიდან. აი, ეს იქნება ჩემი განცხადების მოტივაცია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირამა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი

მანამდე, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” კრემლისგან დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

ცნობისთვის, რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით,  კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

იტვირთბა....