aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დაიკარგე აქედან”: სააკაშვილი BBC-ის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, კიევში BBC-ის ჟურნალისტი ჯონაჰ ფიშერი მიიჭრა და მას კითხვა დაუსვა, აპირებდა თუ არა ჩაბარებოდა ის სამართალდამცველებს.

“დაიკარგე აქედან” – უპასუხა სააკაშვილმა.

მოგვიანებით, ჟურნალისტი ამ ინფორმაციას საკუთარ ტვიტერზე დებს და წერს, რომ სააკაშვილი კარგად გაერთო მასთან, როცა ეს ფრაზა უთხრა.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

იტვირთბა....