aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ACT Global: თბილისში მკვიდრთა 44%-ს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა არასდროს ჩაუტარებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კვლევისა და ეფექტური საკონსულტაციო სერვისების კომპანია ACT Global-მა კვლევა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხშირად მიმართავენ სამედიცინო გამოკვლევებს თბილისში მაცხოვრებლები.

კვლევის მიხედვით, თბილისის 10 მცხოვრებლიდან ოთხს (44%) არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. თბილისში მცხოვრებთა 32% ამ მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ იტარებს, ხოლო 24% პროფლაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიმართავს.

ACT Global-ის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 6 თვეში თბილისის მოსახლეობის 50% იყო ამ მიზეზით ექიმთან. ამასთან, ექიმთან ვიზიტის პრაქტიკა უფრო მაღალია 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 60 წლისა და უფროსი ასაკის თბილისელები, გარდა ოჯახის ექიმისა (66%), ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასევე მიმართავედნენ კარდიოლოგებს (25%) და ოფთალმოლოგებს (15%).

18-35 წლის ასაკის თბილისელები გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის მანძილზე ასევე ყოფილან გინეკოლოგთან (24%) და სტომატოლოგთან (19%) .

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით თბილისის 400 ზრდასრულ მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

იტვირთბა....